пятница, 29 декабря 2017 г.

რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ


სსიპ ქრისტეფორე -ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლაში ჩავატარე პრაქტიკის კვლევა ათასზე მეტი ნატურალური რიცხვების ჩაწერის დროს მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში  ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა მათემატიკის გაკვეთილზე
კვლევის მიზანი იყო დაწყებით საფეხურზე გაკვეთილზე მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესება. მიღებული შედეგი დადებითია და ვთვლიდი, რომ შეიძლებოდა მისი კოლეგებთან გაზიარება.
კვლევა გრძელდებოდა 2016-2017 სასწავლო წლის მანძილზე. მოსწავლეთა  და მშობელთა გამოკითხვა ვაწარმოე ელექტრონული და წერილობითი ფორმით. მოსწავლეებს ვუკავშირდებოდი როუტერის საშუალებით და ბუკში ვუგზავნიდი დავალებას, ხოლო მშობლებს ელექტრონულ ფოსტაზე.მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო განსხვავებულ აქტივობებში მონაწილეობა.
კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებისთვის არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. გამოვიწვიე მათი დაინტერესება როდესაც ვესაუბრე კვლევის დროს გამოყენებული სატესტო დავალებების ტესტის ფორმაზე, კერძოდ მასზე, რომ დავალებები შემთხვევითობის პრინციპით იყო დალაგებული ისე, რომ შემთხვევითი იყო როგორც საკითხთა თანმიმდევრობა და კომპეტენციის მონაცვლეობა, ასევე კოგნიტური დონეებისა თუ დავალებების ტიპების ურთიერთგანლაგება და გავუჩინე სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა განახორციელონ. რა საკითხს აირჩევენ ეს უკვე მათი გადასაწყვეტია.
რაც შეეხება უკუკავშირს, იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი დამოკიდებულება, კვლევის მიმართ.დადებითი: სკრინინგულ ტესტში დავალებები განსხვავდებოდა კოგნიტური დონეების მიხედვით: უმრავლესობა დაბალი კოგნიტური დონის იყო ანუ ფაქტობრივიცოდნის დამახსოვრებაზე ორიენტირებული, სხვები–საშუალო კოგნიტური დონის ანუ ცნებებისა და პროცედურების გაგება–გააზრებაზე ორიენტირებული, ხოლო დანარჩენი– მაღალი კოგნიტური დონის ანუ ცოდნის გამოყენებაზე იყო ორიენტირებული.უარყოფითი:   კოლეგების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ მსგავსი აქტივობები მხოლოდ აფერხებს სასწავლო პროცესს და არ ეხმარება მოსწავლეებს წინსვლაში.
მათთვის ვისთვისაც კვლევის გაზიარება დადებითი იყო, მიიჩნევენ რომ თვითონაც განახორციელებენ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკის კვლევას.
                                                                                         ქ.ლომიძე 12/06/2017

                                            








ათასზე მეტი ნატურალური რიცხვების ჩაწერის დროს მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში  ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა მათემატიკის გაკვეთილზე








სარჩევი
შესავალი........................................................................................................................................4
თავი I
1.1  ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი................................................................6
1.2  საკვლევი საკითხის მიმოხილვა .........................................................................................6
1.3  პრობლემის აქტუალობის დასაბუთება.............................................................................7
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა ......................................................................................................8
თავი III
3.1 საკვლევი კითხვების ფორმულირება .............................................................................10
3.2 კვლევის მიზანი და ამოცანები ........................................................................................11
თავი IV
4.1 კვლევის მეთოდების განხილვა.......................................................................................11
4.2 ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა .................................................................................15
4.3 ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი .............................................................16
თავი V, ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი
5.1 სახელმძღვანელოს შეფასება .............................................................................................17
5.2 საშინაო დავალების შესრულება ......................................................................................17
5.3 ჯგუფური, წყვილებში მუშაობის შეფასება და კითხვარების შევსება......................18
5.4. ელექტრონული ჟურნალი და ვიდეო გაკვეთილები...................................................18
თავი VI
პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მის დანერგვა..................................................21
თავი VII
7.1 პროექტის ვადები ................................................................................................................22
7.2 მიგნებები, რეკომენდაციები ............................................................................................23
7.3 კვლევის ნაკლოვანებები ...................................................................................................23
დასკვნა .......................................................................................................................................24
ბიბლიოგრაფია .........................................................................................................................25




















შესავალი
 საჯარო სკოლებში დაწყებით  საფეხურზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ათასზე მეტი ნატურალური რიცხვების ჩაწერა. ამ პერიოდში შესწავლილი აქვთ თანრიგები და კლასები. იციან, რომ  რიცხვების ჩაწერისა და წარმოდგენის გაიოლების მიზნით თანრიგები კლასებად ერთიანდება. არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შემცირებისათვის სურამის N4 საჯარო სკოლის დაწყებით  საფეხურზე 2016-2017 სასწავლო წელს ჩატარდა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა(9 თვე), რომლის მიზანი იყო ათასზე მეტი ნატურალური რიცხვების ჩაწერის დროს მოსწავლეთა და შესაბამისად მშობელთა  ჩართულობის ხარისხის გაზრდა საგაკვეთილო პროცესში და ცოდნის დონის ამაღლება.  კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მე-4 კლასის მოსწავლეებმა, ჯამში 31 მოსწავლე.
კვლევის დროს გამოყენებული იქნა შემდეგი მეთოდები: საკვლევ კითხვებზე პასუხების გასაცემად გამოყენებული იყო კვლევის როგორც თვისებრივი (ფოკუს-ჯგუფი, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება), ისე რაოდენობრივი მეთოდები (სკრინინგული ტესტი–სამი ტიპისაა: არჩევითპასუხიანი(MC-Multiple Choice), მოკლეპასუხიანი(SA-Short Answer), პასუხის აგებით(CR-Constructed Response); დაიგეგმა ინტერვენციები: კითხვარების შევსება ექვსი თვის განმავლობაში, სკრინინგული ტესტი სემესტრის დასაწყისში და სემესტრის ბოლოს, გამოკითხვა მშობლებთან საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, თანაბარი სიძლიერის ჯგუფების შექმნა და ჯგუფური მუშაობები; კვლევის შედეგები: მონაცემთა ანალიზისა და განხორციელებული ინტერვენციების შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ ამაღლდა მოსწავლეთა და მშობელთა მოტივაცია, გაუმჯობესდა სწავლის შედეგები და გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა კონკრეტული საკითხიდან გამომდინარე სასწავლო პროცესში, როდესაც მოსწავლეებისთვის დამატებითი რესურსები შევიტანე სასწავლო პროცესის დროს. რაც შეეხება მშობელთა ჩართულობას –ინტერვიუს შემდეგ გაიზარდა მშობელთა მოტივაცია საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართვისა. დასკვნა: მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ საჭიროა კომპლექსური ცვლილებები განხორციელდეს სახელმძღვანელოებთან მიმართებაში საჯარო სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სისტემატური ხასიათი მიეცეს მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთთანამშრომლობას საგაკვეთილო პროცესის მსვლელობის დროს.
ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან. I თავში მოცემულია ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი, საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები. II თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის პრაქტიკის შესახებ. III თავში განხილულია საკვლევი კითხვების ფორმულირება. IV თავში კვლევის მეთოდებია განხილული, ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა, ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი. V  თავი ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი. VI თავი  ეხება პრაქტიკული კვლევის არსს და სკოლაში მის დანერგვას. VII თავი  მოიცავს ინფორმაციას კვლევის მეთოდოლოგიისა და პროექტის ვადებს. აღწერილია კვლევის ჯგუფის მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები. ანგარიშს თან ერთვის დასკვნა, ბიბლიოგრაფია და დანართი.
საკვანძო სიტყვები: ათასზე მეტი ნატურალური რიცხვების ჩაწერის დროს მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა, ცოდნის დონის ამაღლება, კითხვარების შევსება, ჯგუფური მუშაობის ფორმები, ეფექტური სწავლების სტრატეგიები , სკრინინგული ტესტი, ელექტრონული ჟურნალი, ვიდეო–გაკვეთილი.












თავი I
1.1 ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი
სურამის N4 საჯარო სკოლაში სწავლობს 450 მოსწავლე და მუშაობს 38 პედაგოგი. მათგან 21 უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეა. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიით და ინტერნეტით, ასევე აქვს კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა და  ეზო. კომპიუტერები მოძველებულია. სკოლას აქვს მოსწავლეთა სწავლებისთვის ყველა საჭირო რესურსი. კვლევის სამიზნე ჯგუფი სადაც განვახორციელე კვლევა, არის დაწყებითი საფეხური, კვლევა განხორციელდა 31 მოსწავლეს შორის. კვლევა განხორციელდა 2016-2017 სასწავლო წელს და გრძელდებოდა 9 თვე.
1.2 საკვლევი საკითხის მიმოხილვა
წინამდებარე პრაქტიკული კვლევის მიზანია ათასზე მეტი ნატურალური რიცხვების ჩაწერის დროს მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობის ხარისხის ზრდის კვლევა მათემატიკის გაკვეთილზე, ხარისხის გაუმჯობესების გზები და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება.
1.3 პრობლემის აქტუალობის დასაბუთება
მოსწავლეები დაწყებით საფეხურზე, კერძოდ I-III კლასებში აქტიურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, ასრულებენ აქტივობებს გაკვეთილზე, სურთ ბევრ აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა, არ ეზარებათ საშინაო დავალების შესრულება. ხოლო უკვე მე-4 კლასიდან აქტიური ჩართულობის ხარისხი იკლებს, მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი სასწავლო წლის მანძილზე პასიურია გაკვეთილზე, აღარ ასრულებს საშინაო დავალებებს, ეზარებათ გაკვეთილის მომზადება. რთულია ასეთი მოსწავლეების გაკვეთილით დაინტერესება და მათი აქტიურად ჩართვა საგაკვეთილო პროცესში ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა: კლასები, თანრიგები და ათასზე მეტი ნატურალური რიცხვების ჩაწერა. ისინი თანდათან შორდებიან საგანს და ზედაპირულად ეკიდებიან სასწავლო პროცესს. ყოველივე ეს აისახება მათ აკადემიურ მიღწევებზე. 
არსებული სიტუაცია, გრძელდება წლების განმავლობაში.  პრობლემა პრობლემად რჩება - მათ ნაკლებად გააჩნიათ სწავლისადმი  მოტივაცია.
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა
გაკვეთილის პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართვა ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, კერძოდ ათასზე მეტი ნატურალური რიცხვების ჩაწერა აქტუალური საკითხია. მას აფერხებს სხვადასხვა ფაქტორი. მასწავლებლებიც სხვადასხვა ხერხს მიმართავენ მოსწავლეთა აქტიურობის წასახალისებლად.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ  დაფინანსდა საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი(G_PRIED).მეცნიერებმა შეიმუშავეს . . TIMSS მეთოდი, რომელიც აფასებს მოსწავლეების მიღწევებს მათემატიკაში. იგი აფასებს მათემატიკურ უნარ ჩვევებს შემდეგი ორი ძირითადი მიმართულებით: 1.შინაარსი:  რიცხვები, ფიგურები და გაზომვები, მონაცემთა გამოსახვა.  2. კოგნიტური უნარები: ცოდნა, გამოყენება, მსჯელობა. ეს პროექტი ხელის შემშლელი ფაქტორების დიაგნოსტირებისა და მათ დასაძლევად რეკომენდაციების შემუშავების საშუალებას იძლევა.
მათემატიკის საერთაშორისო შეფასების შედეგად გამოიკვეთა  ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე მათემატიკაში:
1.      ოჯახი და მშობელთა ჩართულობა მოსწავლის სწავლის პროცესში: ( ოჯახი მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსწავლის წარმატებას მათემატიკის მიმართულებით. უკეთეს შედეგს აჩვენებენ ის მოსწავლეები, რომელთა მშობლები შვილებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი მათემატიკის აქტივობებში და აქვთ საჭირო რესურსები).
2.      სასკოლო რესურსები მათემატიკის სწავლებისათვის: (მათემატიკაში უკეთესი შედეგი აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა სკოლებსაც აქვთ სათანადო სამუშაო გარემო და აღჭურვილობა, ასევე მრავალფეროვანი რესურსები მათემატიკის სწავლებისათვის, როგორებიცაა: წიგნები, კომპიუტერები, თვალსაჩინოებები, მანიპულატივები და სხვა.
3.    სკოლის კლიმატი: მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეები უმეტესად დადიან სკოლებში, რომლებისთვისაც აკადემიური წარმატება უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს, რომლებსაც აქვთ მაღალი მოლოდინები და სასწავლო მიზნები საკუთარი მოსწავლეებისათვის, ჰყავთ ეფექტური მასწავლებლები და უზრუნველყოფენ მშობლებთან აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას. მოსწავლეებს, რომელთა სკოლებშიც მოუწესრიგებელი სასწავლო გარემო იყო და შეიმჩნეოდა ბულინგის შემთხვევები, საგრძნობლად დაბალი მიღწევები ჰქონდათ, ვიდრე იმ მეოთხე კლასელებს, რომლებიც მოწესრიგებულ და უსაფრთხო სკოლებში სწავლობდნენ.
4.    მასაწავლებელთა მომზადებ: შედარებით მაღალი შედეგი აჩვენეს იმ მოსწავლეებმა, რომელთა მასწავლებლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება და მომზადება შესაბამის საგანში. ასევე, წარმატებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორად გამოიკვეთა მასწავლებელთა გამოცდილება და საკუთარი პროფესიითა და კარიერით კმაყოფილება.
5.    სწავლება: მაღალი შედეგები აჩვენეს მოსწავლეებმა, რომელთა მასწავლებლებიც საინტერესოდ წარმართავენ სასწავლო პროცესს და იყენებენ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს.. ასევე მნიშვნელოვან ფაქტორად გამოიკვეთა მათემატიკის სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და საკლასო ოთახებში მასწავლებელთა თანამშრომლობა სწავლების გაუმჯობესების მიზნით.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ თუნდაც ერთი ამ ფაქტორთაგან არ არსებობისას საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მონაწილეობა და ჩართულობა სრულყოფილი ვერ იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გაკვეთილის მართვისას აკონტროლოს აღნიშნული ფაქტორების უზრუნველყოფა გაკვეთილზე მოსწავლეთა წასახალისებლად.
·         წინარე ცოდნა და საჭირო რესურსები ეხმარება მოსწავლეს, ჩაერთოს გაკვეთილში;
·         მოტივაცია სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლის ჩართულობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია;
·         სწავლების მეთოდები ის მექანიზმებია, რომლებითაც ხდება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა;
·         მოსწავლეთა ორგანიზება მოსწავლეთა მობილიზების საშუალებაა;
·         მოსწავლეთა შეფასება ის უკუკავშირია, რომელიც შეიძლება მოსწავლეთა ჩართულობის სტიმულად იქცეს.
            მოსწავლის მოტივაციის ზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. მოტივაცია იზრდება, როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობაა და, პირიქით, იკლებს, როდესაც მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი შედეგის განსჯა-შეფასებაა; მოტივაცია იზრდება მაშინაც, როდესაც მოსწავლე ხედავს დავალების მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება, დაანახვოს კავშირი სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარე ცხოვრებას შორის.
ჩართულობა, თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მოსწავლეთა განსაკუთრებულ აქტიურობას მოითხოვს. ეს გულისხმობს მათ აქტიურ მონაწილეობას არა მხოლოდ განათლების მიღების, არამედ თანატოლთა სწავლების პროცესშიც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთ გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებასა და დამოკიდებულებათა ჩამოყალიბებაში, რაც თავისთავად გულისხმობს გაკვეთილის პროცესში მათ მონაწილეობას.
მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა. მოს­წავ­ლე ჩარ­თუ­ლია სწავ­ლის პრო­ცეს­ში, თუ ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ძა­ლის­ხ­მე­ვას იჩენს და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, ზრუ­ნავს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე და ამას­თან, შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ოს მის­თ­ვის დი­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს (Newmann, 1986). ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ უფ­რო მე­ტი ცოდ­ნის შე­ძე­ნის სურ­ვილს და პო­ზი­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სკო­ლი­სა და სწავ­ლის მი­მართ.
სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. International Society for Technology in Education-ის მი­ხედ­ვით, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას ძლი­ე­რი პო­ზი­ტი­უ­რი ეფექ­ტი აქვს მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე მხო­ლოდ მა­შინ, თუ ეს პრო­ცე­სი შე­სა­ბა­მი­სად იქ­ნე­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. სწავ­ლე­ბა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბით და­სა­ნერ­გად აუცი­ლე­ბე­ლია: მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა; სას­წავ­ლო გეგ­მას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის დაც­ვა; მი­სი, რო­გორც ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი სას­წავ­ლო მა­სა­ლის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა; თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა და ა.შ (International Society for Technology in Education, 2008.Technology and Student Achievement — The ჳIndelible Link).


თავი III
3.1 საკვლევი კითხვების ფორმულირება
კვლევის მთავარი კითხვა იყო, თუ რა იწვევდა დაწყებით საფეხურზე, გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის დაქვეითებას. ინტერვენციები და რეკომენდაციები ეფუძნება ისეთ კვლევებს, რომლებიც შეისწავლიან მათემატიკის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს დაწყებით საფეხურზე.
საკვლევი პრობლემიდან გამომდინარე გამოვყევი შემდეგი საკვლევი საკითხები:
·         რა გავლენას ახდენს სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება მოსწავლეების ჩართულობაზე?
·         რა ინტერესები აქვთ მოსწავლეებს და როგორ მოვახდინოთ საგაკვეთილო პროცესის მოსწავლეთა ინტერესებზე მორგება?
·         რამდენად გებულობენ მოსწავლეები თანრიგებსა და კლასებს?
·         არის თუ არა სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მაგალითები და ამოცანები მათთვის ადვილად შესასრულებელი?
·         შეესაბამება თუ არა სავარჯიშოები მათ ინტერესებს?
·         შეესაბამება თუ არა ტექსტები მათ საჭიროებებს?
·         რამდენ ხანს ანდომებენ სახლში საშინაო დავალების შესრულებას და არის თუ არა
ეს დამღლელი მათთვის?
·         ხომ რომ მდგომარეობს პრობლემის მიზეზები მათ პიროვნულ თვისებებსა და,
ზოგადად, სწავლისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების არ ქონაში?
·         რამდენად არიან  ჩართული მშობლები საშინაო დავალების შესრულების პროცესში?

3.2 კვლევის მიზანი და ამოცანები
ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. კოლეგებს გავესაუბრე ამ პრობლემასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი:
1.      მოსწავლეები სწავლის პირველ წლებში არ არიან დატვირთულნი, მასალა ადვილია ასათვისებლად, ამავე დროს სასწავლი მასალა მცირეა, უხარიათ სწავლის პროცესი, ცდილობენ თავი გამოიჩინონ კარგი სწავლით მასწავლებლებთან, მშობლებთან, თანაკლასელებთან.   მე–4 კლასში იზრდება სასწავლო მასალის მოცულობა, რთულდება სასწავლო პროცესი, შემოდის ახალი მათემატიკური ცნებები, მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს უჭირs ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევ შედეგზე გასვლა.
2.       მშობლების გარკვეული ნაწილი ვერ ეხმარება შვილს დავალებების შესრულებაში, მოსწავლე ვერ უმკლავდება მარტო დავალების შესრულებასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობებს, იგი წყვეტს საგნის სწავლას. დგება საჭიროება იმისა რომ კერძოდ მოემზადოს, რადგან სკოლაში ახსნილ მასალას ვერ ეწევა.  ნაწილი მოსწავლეების სკოლაში თავის ცოდნის რეალიზებას ახერხებს, ეწევა სასწავლო გეგმას და არის წარმატებული. არის მოსწავლეთა კატეგორია, რომლებსაც ამ სირთულეების გამო ეკარგებათ მოტივაცია ამ შემთხვევაში მოსწავლე საერთოდ აღარ ცდილობს კარგად დაეუფლოს ათასზე მეტი რიცხვების ჩაწერას. კვლევის მიზანიც ესაა, ასეთი მოსწავლეების სწავლის ხარისხის გაუმჯობესება.
3.      მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის დაბალი მაჩვენებელის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მოსწავლეთა ემოციური ფაქტორი. 
აღნიშნული კვლევის მიზანია მათემატიკის გაკვეთილზე იმ მეთოდების დანერგვა, რომლებიც გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს. მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული საგაკვეთილო პროცესის დანერგვა და მათი აკადემიური შედეგების გაუმჯობესება.
თავი IV
4.1 კვლევის მეთოდების განხილვა
მონაცემთა შეგროვების თვისებრივი (სკრინინგული ტესტირება, ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება) და რაოდენობრივი მეთოდების( დახურული და ღია ანკეტირება) გამოყენებით გამოიკვეთა, რომ მოსწავლეების მოტივაცია მაღალია, თუმცა დაკვირვების შედეგად გამოჩნდა, რომ მათი ჩართულობა და აქტიურობა ნაკლებია. ვინაიდან აღნიშნულ კლასSi ნაკლებად ვიყენებ სწავლების სხვადასხვა ინტერაქტიულ სტრატეგიებს.
ინტერვენციის ეტაპზე  თანამშრომლობითი სწავლების სტრატეგიებზე დაყრდნობით შევიმუშავე ის მეთოდები, რომლებიც დამეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს გაკვეთილზე ჩართულობის გაზრდაში. სწავლების თანამშრომლობით სტრატეგიები მოიცავს მეტ ჯგუფურ და წყვილებში მუშაობას, ასევე მრავალფეროვან აქტივობებს, ისტ-ის გამოყენებას, ელექტრონულ ჟურნალებს, ვიდეო-გაკვეთილებს, სიმულაციურ თამაშებს. რაც მთავარია, თითოეული ეს აქტივობა პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს.
4.2 ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა
გაანალიზებულ შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
Ø  მოსწავლეების მხრიდან კითხვარების შევსების მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, დაიგეგმა ჯგუფური და წყვილებში მუშაობა ექვსი თვი განმავლობაში (თვეში 2: ჯგუფური, 2:წყვილში მეცადინეობა).
Ø  იქმნებოდა თანაბარი სიძლიერის ჯგუფები, რომლებშიც წარმატებული მოსწავლეები ეხმარებოდნენ დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს; ჩატარდა ანკეტური გამოკითხვა მოსწავლეებთან სასწავლო წლის დამამთავრებელ ეტაპზე კვლევის ფარგლებში დაგეგმილი ინტერვენციების შეფასების მიზნით;
Ø  წარმატებული მოსწავლეები ეხმარებოდნენ სუსტ მოსწავლეებს და პერიოდეულად ინფორმაციას მაწვდიდნენ მათი შედეგების შესახებ;
Ø  ხდებოდა შედეგების ერთობლივი გაანალიზება და თვითშეფასება ასევე შემაჯამებელი დავალებების შეფასება;
Ø  ტარდებოდა ჯგუფური სამუშაოები, რომლის დროსაც მოსწავლეები ერთად ამუშავებდნენ და აანალიზებდნენმათემატიკურ ტერმინოლოგიას, იყენებდნენ პრაქტიკული სავარჯიშოებში;



4.3 ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი
ინტერვენციების განხორციელებამ დადებითი შედეგები გამოიღო მთელი კლასისთვის. დაკვირვებამ აჩვენა, რომ როგორც წარჩინებული, ისე აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები, დიდი ინტერესით მუშაობდნენ ჯგუფურად, ჯგუფური მუშაობის დროს ავლენდნენ კოლაბორაციის და კომუნიკაციის უნარებს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს, და, რაც მთავარია, ხალისით აკეთებდნენ.
ჯგუფებში წარმატებულ მოსწავლეებს მიმაგრებული ჰყავდათ სუსტი მოსწავლეები, ან ისეთები, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო იმ დღეს მასალის სახლში დამუშავება ვერ მოასწრეს. მოსწავლეები მუშაობდნენ ერთად. აკეთებდნენ ვიდეო-გაკვეთილის, ელექტრონული ჟურნალის განხილვას, უსვამდნენ ერთმანეთს შეკითხვებს, იყენებდნენ მათემატიკურ ცნებებს საუბარში. ჯგუფური მუშაობა გრძელდებოდა მთელი გაკვეთილის განმავლობაში. მომდევნო გაკვეთილზე საპასუხოდ გამოძახებული იყვნენ სუსტი მოსწავლეები და, თუ ისინი ვერ უპასუხებდნენ რომელიმე შეკითხვას, მაშინ პასუხობდა მის ჯგუფში მომუშავე ძლიერი მოსწავლე. ამით საშუალება მექმნებოდა მთელი ჯგუფის ცოდნა შემემოწმებინა ზოგადად, კონკრეტულად კი ამ ორ მოსწავლეს ვაფასებდი (ვავსებდი დაკვირვების დღიურს).
შემაჯამებელი კითხვარის შევსების დამთავრების შემდეგ, ერთობლივად ვაანალიზებდით შედეგებს. მათ წინ ედოთ თავიანთი ნაშრომები, თავდაპირველად ითვლიდნენ გაცემული პასუხების რაოდენობას, აწერდნენ რვეულის არეზე და იქვე აღნიშნავდნენ გადასწორებული პასუხების რაოდენობასაც. შემდეგ იწყებოდა კითხვარის განხილვა, ბოლოს ითვლიდნენ სწორი პასუხების რაოდენობას, და ახლა ამ ციფრს მიაწერდნენ გაცემული პასუხების ქვემოთ. ამის შემდეგ თვითონ აკეთებდნენ შეფასებას, შედეგების შესაბამისად ირჩევდნენ შეფასების სიმბოლოებს (არცერთი შეცდომა - მწვანე ბარათი, ორია ან სამი შეცდომა - ვარდისფერი ბარათი, სამზე მეტი შეცდომა - ყვითელი ბარათი). ასეთი ფორმით ჩატარებული თვითშეფასება იყო საინტერესო, სახალისo.
დაკვირვებითა და მოსწავლეების გამოკითხვით დადგინდა, რომ ჩატარებული აქტივობებით: ურთიერთდახმარებით ჯგუფური მუშაობის დროს, ტესტირებებით, თვითშეფასებებით - მოტივაცია საგრძნობლად ამაღლდა, მოსწავლეთა ჩართულობა გაიზარდა სასწავლო პროცესში, შესაბამისად, სწავლის დონეც გაუმჯობესდა. ეს უკანასკნელი გაიზომა ანონიმური ანკეტირების საფუძველზე რომელიც ჩატარდა კვლევის შემაჯამებელ ეტაპზე, რათა მომეხდინა ინტერვენციების შედეგების ანალიზი.
მონაცემთა შეგროვებამ და შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ
Ø  მასწავლებლები სისტემატურად არ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან სწავლების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად და არ უზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას;
Ø  აღწერითი დაკვირვების დროს გამოვლინდა, რომ აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები არ არიან საგაკვეთილო პროცესში ჩართულნი, არ რეაგირებენ ყოველდღიურად მასწავლებლების მიერ მიცემული განმავითარებელი შეფასებაზე, ეშინიათ მხოლოდ შემაჯამებელი წერების.
Ø  ფოკუსირებულმა დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ასეთი მოსწავლეები ვერ აკეთებენ ტესტებს, უჭირთ სავარჯიშოების შესრულება და, აქედან გამომდინარე, ვერ გებულობენ მასალას;
Ø  შერჩევითმა დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებს უჭირთ მათემატიკური ტერმინების დამახსოვრება და ამიტომ ეცემა მათი სწავლისადმი მოტივაცია.
Ø  პირველი კითხვარის შევსების შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, რომ მოსწავლეთა 50% -მა დაიმსახურა არადამაკმაყოფილებელი შეფასება, 15% -მა - საშუალო, 26% -მა - საშუალოზე მაღალი და 9%-მ - მაღალი;
ღია და დახურული ანკეტირების საფუძველზე გამოიკითხ 31 მოსწავლე. დადგინდა რომ:
Ø  გაკვეთილი საინტერესოა როცა მასწავლებელი ისტ-ით გამდიდრებულ გაკვეთილს ატარებს: მოსწონს 39%-ს, წყვილში მუშაობა მოსწონს 15%-ს, ჯგუფური მუშაობა მოსწონს 31%-ს, არ აქვს მნიშვნელობა გაკვეთილის ტიპს 15%-თვის.
Ø  მოსწავლეთა 43%-ს მოსწონს სახელმძღვანელო რომელსაც ვიყენებ გაკვეთილზე, 31%-ს არ მოსწონს, ნაწილობრივ მოსწონს 20%, 7%-თვის მნიშვნელობა არ აქვს სახელმძღვანელოს.
Ø  ათასზე მეტი ნატურალური რიცხვების ჩაწერას მარტივად იგებს -48%, რთულია-20%, არ აინტერესებს-2%, ზოგჯერ იგებს-30%.
Ø  რამდენად მარტივად გასაგებია წესი, რომელსაც ნატურალური რიცხვების ჩაწერის დროს ეცნობი, გასაგებია-45%, არაა გასაგები-10%, ნაწილობრივ ვიგებ-20%, დახმარებით ვიგებ-25%.
Ø  არის თუ არა სახელმძღვანელოში წარმოდგენილი სავარჯიშოები, უნარების გათვალისწინების თვალსაზრისით გასაგები დიახ-52%, არა-18%, ნაწილობრივ-21%, რთულია-9%.
Ø  შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი ამოცანები თქვენს საჭიროებებს დიახ-55%, არა-7%, ნაწილობრივ-25%, არ არის საინტერესო-13%.
Ø  რამდენ ხანს ანდომებთ საშინაო დავალების შესრულებას სახლში 1 საათს-5%, 30 წუთს-20%, ზოგჯერ არ ვასრულებ დავალებას-6%, 20 წუთი-69%.
Ø  საშინაო დავალების შესრულება დამღლელია დიახ-40%, არა-7%, ნაწილობრივ-17%, საინტერესოა-36%.
Ø  ადვილად ვსწავლობ როცა ჯგუფში ვმუშაობთ ეთანხმება -55%, არ ეთანხმება -3%, მირჩევნია დამოუკიდებლად ვიმეცადინო-30%, არცერთი-12%.
Ø  46%- თვლის რომ სწავლობს მათემატიკას, არ ეთანხმება-34%, ნაწილობრივ სწავლობს-8%, შესასწავლ თემას გააჩნია-12%.
Ø  რიცხვების ჩაწერა უჭირს დამოუკიდებლად -36%, არ უჭირს-52%, თუ გაიგო არა-10%, დავალებას გააჩნია-2%.
Ø  ელექტრონული ჟურნალი მოსწონს -24%, არ მოსწონს-16%, ზოგჯერ მოსწონს-18%, ყოველთვის მოსწონს-42%.
Ø  ვიდეო-გაკვეთილი მოსწონს-51%, არ მოსწონს-13%, ზოგჯერ-16%, ყოველთვის მოსწონს-20%.
Ø  სწავლისადმი ინტერესი გაუჩნდება-59%-ს თუ მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდება კლასში, 21%-ს ისტ-ს გამოიყენებს მასწავლებელი სასწავლო პროცესში, 11%- ჯგუფური მუშაობები გაგრძელდება, 9%-ყველა.
Ø  უკეთესი შედეგი მექნება თუ მასწავლებელი რამდენჯერმე ახსნის ერთიდაიგივე მასალას-28%, შევისწავლით მხოლოდ თვალსაჩინოებებით-32%, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი-38%, არც ერთი-2%.

ღია კითხვებში მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი შეხედულებები. კითხვაზე რა ტიპის სავარჯიშოების შესრულება გსურთ, მოსწავლეებმა დაწერეს რომ სურთ, ანიმაციებით გაფორმებული დავალებების შესრულება.   იყვნენ მოსწავლეები, რომლებსაც მათემატიკის სწავლა ეზარებათ, არ აქვთ მოტივაცია, მათემატიკას რთულ საგნად მიიჩნევენ. კითხვაზე როგორი გაკვეთილი იქნებოდა მათთვის საინტერესო, მოსწავლეებმა აღნიშნეს რომ მათთვის საინტერესო იქნებოდა მანიპულატივების, თვალსაჩინოებების, სლაიდ-შოუების გამოყენება, მასწავლებლის მიერ ერთი და იგივე საკითხის რამდენჯერმე ახსნა.
აღნიშნული აქტივობები, მართლაც შეესაბამება თანამედროვე სწავლების მოთხოვნებს, თუმცა მათი ხშირი გამოყენება ვერ ხერხდება. ამ მეთოდებით სწავლა ხდება სახალისო და შემოქმედებითი პროცესი მოსწავლეთა მცირე ჯგუფებისთვის, უმრავლესობა კი კმაყოფილდება მცირედით, პასიურად ზის გაკვეთილზე და არ არის ჩართული სასწავლო პროცესში. ეს კი პრობლემებს იწვევს შემდგომ კლასებში.


თავიV
ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი
5.1 როდის არის საინტერესო თქვენთვის გაკვეთილი?
5.2  საშინაო დავალების შესრულება

5.3 ჯგუფური, წყვილებში მუშაობის შეფასება.
5.4. ელექტრონული ჟურნალი და ვიდეო გაკვეთილები.


თავიV I
პრაქტიკული კვლევის არსი სკოლაში მისი დანერგვა                              
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევების კომპეტენციის უნარის ფლობა: მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს, ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში (პროფესიული განვითარება, მუხლი 133,, 1); შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება-ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. (პროფესიული განვითარება, მუხლი 139, 2). სწორედ ამიტომმასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისმიხედვით წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში იდენტიფიცირებული საჭიროებების ანალიზის საფუძველზე პრაქტიკული კვლევის განხორციელება, ხოლო მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად პრაქ- ტიკული კვლევების განხორციელება სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე.
კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მიღებული ცოდნის პედაგოგიურ პტაქტიკაში დანერგვა, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის და სხვა სახით.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს. ეს არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა, ჩატარებული მასწავლებელთა მიერ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის, სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
პროფესიონალია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა, ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების გასავითარებლად და, რაც მთავარია, სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.
ამრიგად, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის პედაგოგების, დირექტორების, სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ნებისმიერი სახის მეთოდური გამოკვლევა კონკრეტული მასწავლებლის, სკოლის საქმიანობის, სწავლა-სწავლების და მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გაუმჯობესების მიზნით. პრაქტიკის კვლევის განმხორციელებელმა პირებმა უნდა გააცნობიერონ, რომ კვლევაში ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საუკეთესო საშუალებაა, პროფესიულად მზარდი მასწავლებელი მუდმივად განაახლებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას, რაც სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისა და მოსწავლეთა მოსწრების გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა.
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგების გაზიარება დაეხმარება კოლეგებს თვითონ წარმართონ პედაგოგიური კვლევა, პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს კვლევის შედეგების გაცნობა დააკვირდნენ მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესს.

თავიVI I
7.1 პროექტის ვადები
აქტივობა
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
პრობლემის იდენტიფიცირება
X
X







კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
X
X







ინტერვიუ სკოლის დირექტორთან

X
X





X
მეორადი მონაცემების შეგროვება

X
X






მეორადი მონაცემების ანალიზი


X
X





კითხვარის შედგენა, დამუშავება


X
X






კითხვარის შევსება


X
X
X
X
X
X

გამოკითხვა/თვითშეფასება



X

X

X

მიღებული შედეგების ანალიზი





X
X


სავარაუო ინტერვენციების განხილვა





X
X


ინტერვენციის განხორციელება


X
X
X
X
X
X

ინტერვენციის შედეგების ანალიზი






X
X
X
პრეზენტაცია სასაკოლო საზოგადოებასთან, შედეგების გაცნობა








X

7.2 მიგნებები, რეკომენდაციები
მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება კლასში, რათა მასწავლებელმა ფურო მეტი დრო დაუთმოს თითოეულ მოსწავლესთან მუშაობას, სასურველია შეიცვალოს სახელმძღვანელოები,  გახდეს მიმზიდველი ვიზუალურად და გამდიდრებული სახალისო ისტორიებით, რაც მოსწავლეებს გაუღვივებს სწავლისადმი ინტერესს, მშობელთა მეტი ჩართულობა სასწავლო პროცესში, მოსწავლეებისთვის  ოჯახის წევრების მხრიდან ხელშეწყობა, საშინაო დავალების მომზადებაში დახმარების გაწევა საჭიროებისამებრ. სასურველია მეტი ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილების ჩატარება. ერთერთი რეკომენდაცია შეიძლება იყო ის რომ მოსწავლეებმა ხშირად მიიღონ მონაწილეობა მსგავს გამოკითხვებში რადგან საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას და კრიტიკულ აზროვნებას მიეჩვიონ. ბევრმა მოსწავლემ ღია კითხვებში საკუთარი აზრის დაფიქსირებას თავი აარიდა.
7.3 კვლევის ნაკლოვანებები
კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მოსწავლეების და მშობელთა  ნაწილმა კვლევის დასაწყისში უარი თქვა კვლევაში მონაწილეობაზე, თუმცა ახსნა-განმარტების შემდეგ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ იყვნენ პასიური აქტივობების განხორციელებისას. სასურველი იქნებოდა მოსწავლეთა სრული მოტივაციის მიღწევა, რათა კიდევ უფრო კარგი შედეგი მიმეღო.
დასკვნა
კვლევაში გამოყენებული მეთოდიკა მიმართული იყო აკადემიური მოსწრების ამაღლებისაკენ მოსწავლეებში და ითვალისწინებდა ჩამორჩენილი მოსწავლეების ჩართვას სასწავლო პროცესში. ამ მხრივ კვლევამ დადებითი შედეგები აჩვენა. განხორციელებული ქმედებებით ცოდნის დონე ამაღლდა, თუმცა ეს დაკავშირებული იყო მოსწავლეთა გარეგან მოტივაციაზე და ნაკლებად - შინაგანზე. მათი მიზანი ამ დროს კითხვარების შედეგები გახლდათ. ეს თავისთავად ამაღლებს ცოდნის დონეს და ამზადებს მოსწავლეებს შემდგომი კვლევისთვის, მაგრამ გამორიცხავს შემოქმედებითო- ბას, კრიტიკულ აზროვნებას,  სწავლების ინოვაციურ მიდგომებს. ასეთ მეთოდებს მივმართავდი შედარებით იშვიათად, ძირითადად, ახსნისა და საშინაო დავალების გამოკითხვის ეტაპზე, რომლის დროსაც ჩართული იყო მოსწავლეთა მცირე ნაწილი.
შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები, რომლებიც დამეხმარება სწავლები მრავალფეროვანი მეთოდების ეფექტურად გამოყენებაში და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდაში.



ბიბლიოგრაფია
1.      (2013-12-06) TIMSS 2011 — ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე მათემატიკაში http://axaliganatleba.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=2&id=222
2.      www.Kargiskola.ge
3.      გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები (29 აგვისტო, 2014)  მანანა ბოჭორიშვილი http://mastsavlebeli.ge/?p=1915
4.      ლობჯანიძეს. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი.     http://mastsavlebeli.ge/?p=281
5.      ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
6.      გიორგაძე მიხ. „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?“ / ციფრული რესურსი http://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201
7.      ზურაბიშვილი თ. „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006 წ. http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173
8.      წულაძე ლ. „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“ თბ. 2008. http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევის ამსახველი მასალა

2017–2018 სასწავლო წელს სურამის #4 საჯარო სკოლაში ვაწარმოე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევა.  კითხვარი მშობლების...